ხვალიდან ბათუმში საახალწლო ღონისძიებები იწყება - ქართველი და მსოფლიო ვარსკვლავები თქვენთვის იმღერებენ
საქართველო, თბილისი - 17:10 | 24.12.2015 ნანახია: 1709ხვალ, ევროპის მოედანზე უფასო საახალწლო კონცერტების 15 დღიანი პროგრამა იწყება. საღამოს 7 საათზე, საახალწლო შოუ ევროპის მოედანზე ნინო ქათამაძისა და ჯგუფ ინსაითის გრანდიოზული კონცერტით გაიხსნება. კონცერტის დაწყებამდე საზეიმოდ აინთება ქალაქის მთავარი, განახლებული ნაძვის ხეც. მოედანზე მისული სტუმრები კონცერტზე ჯგუფის ცნობილ და ყველასთვის საყვარელ ჰიტებს მოისმენენ. ქათამაძის შემდეგ, 20:30 წუთზე, ქართველი მსმენელის წინაშე დედაქალაქიდან მოწვეული ქართული ალტერნატიული ბენდი „LOUDSPEAKER“ წარდგება.
დღის მთავარი კონცერტის დაწყებამდე, 18:30 წუთზე ევროპის მოედანზე მისული სტუმრები ნახევარი საათის განმავლობაში ზღაპრულ სამყაროში იმოგზაურებენ... მათთვის ადგილობრივი თეატრალური დასების მონაწილეობით გაიმართება თეატრალიზირებული მსვლელობა და საბავშვო-გასართობი კონცერტი.
26-27 დეკემბერს, ევროპის მოედანზე დაგეგმილი საახალწლო კონცერტები წვიმის შემთხვევაში ბათუმის ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრში გადაინაცვლებს. 26 დეკემბერს, 20:00 საათზე, ხელოვნების ცენტრში მსმენელის წინაშე 2014 წლის X ფაქტორის გამარჯვებული თორნიკე ყიფიანი და ბენდი, ასევე ლაშა ღლონტისა და ვაჟა ტუღუშის ტრიო წარდგება. 27 დეკემბერს კი ხელოვნების ცენტრში ადგილობრივი და დედაქალაქიდან მოწვეული ჯგუფები “Gravity”, The Mins და / "Young georgian lolitaz" მსმენელს ორ საათიან პროგრამას წარუდგენენ.
საახალწლო ღონისძიებები ევროპის მოედნის, გარდა ბათუმის 13 ადმინისტრაციულ უბანშია დაგეგმილი. კონცერტები კულმინაციას 31 დეკემბერს, 22:00 საათზე მიაღწევს, როცა ევროპის მოედანზე უცხოელი ვარსკვლავების მონაწილეობით გრანდიოზული გალა-კონერტი დაიწყება, რომელშიც ქართულ ორკესტრთან ერთად ცნობილ კომპოზიციებს შეასრულებს გიორა ფაიდმენი (კლარნეტისტი, ოსკაროსანი ფილმის “შინდრელის სია” საუნდტრეკის ავტორი და შემსრულებელი). ფაიდმენის გარდა გალა-კონცერტში მონაწილეობას მიიღებს ბობ მარლის ცნობილი ჰიტების ავტორი, ორი გრემის მფლობელი ჯგუფი Inner Circle.
1 იანვარს, კი ევროპის მოედანზე შეკრებილი მსმენელის წინაშე მსოფლიო ვარსკვლავი LOU BEGA წარდგება, რომელიც ქართული ესტრადის ვარსკვლავებთან ერთად გრანდიოზულ კონცერტს წარმოადგენს.
უფასო კონცერტები როგორც ევროპის მოედანზე, ასევე ბათუმის 13 ადმინისტრაციულ უბანში 15 დღის განმვლობაში ჩატარდება. 25,26,27 დეკემბრის კონცერტები ევროპის მოედანზე აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერაა ორგანიზებული, 28 დეკემბრიდან 7 იანვრამდე ჩატარებული საახალწლო ღონისძიებები კი აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და ბათუმის მერიის ა(ა)იპ „კულტურის ცენტრი“-ს მიერ.
პოლიტიკა
- ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი - მირიამ ლექსმანი მონაცემთა ბაზაზე
- „ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა - იაგო ხვიჩია
- "უსამშობლოების" სია გაკეთდება - ირაკლი ზარქუა
- მინდა, შალვა პაპუაშვილს კითხვა დავუსვა: ძალადობაზე როგორ ლაპარაკობ საერთოდ? რომელიმე ძალადობის ფაქტი შეაფასე? ყველაფერს როგორ აყალბებთ? საერთოდ ვინ ხართ, საიდან მოხვედით? - გიორგი ვაშაძე
სამართალი
- ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, როგორც წამყვან ქვეყნებშია მიღებული - თეიმურაზ კუპატაძე
- ლადო აფხაზავასა და მის შვილზე თავდასხმაში ბარალდებულ პირს ბრალი წარედგინა
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
მსოფლიო
- დიდი ბრიტანეთი რუსეთის სამხედრო ატაშეს გააძევებს
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
კონფლიქტები
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- ისტორიული აღიარება - „პორშე ცენტრი თბილისს“ მსოფლიო ჯილდო PACE 2023 გადაეცა
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა