მაიკ პენსი და მაიკ პომპეო ანკარაში გაფრინდნენ

საქართველო, თბილისი - 09:58 | 17.10.2019
ნანახია: 590

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი და სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ანკარაში გაფრინდნენ, სადაც სირიაში შექმნილ კრიზისზე იმსჯელებენ.

ვიცე-პრეზიდენტი და სახელმწიფო მდივანი ენდრიუსის სამხედრო-საჰაერო ბაზიდან თბილისის დროით 2.00 საათზე  გამოფრინდნენ, ანკარაში ისინი რამდენიმე საათში დაეშვებიან.

აშშ თურქეთთან სირიელი ქურთების წინააღმდეგ ანკარის ოპერაციას განიხილავს. ჯერჯერობით უცნობია შეხვდებიან თუ არა ისინი თურქეთის პრეზიდენტს რეჯებ თაიფ ერდოღანს, რომელმაც მანამდე პენსთან შეხვედრაზე უარი განაცხადა.

ერდოღანმა სირიის ჩრდილოეთით სამხედრო ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ 9 ოქტომბერს დაიწყო. მისი განცხადებით ოპერაციის მიზანს წარმოადგენს ქურთული სამხედრო ფორმირებებისა და „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების განადგურება. ასევე სირიის საზღვართან უსაფრთხოების ზონის შექმნა. ამასთან, აშშ-მა მიიღო გადაწვეტილება სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან თავისი ჯარების გაყვანის შესახებ, იმის მიუხედავად, რომ სირიელ ქურთებს ის რეგიონში ყველაზე საიმედო მოკავშირეებად მიიჩნევს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში.

ტრამპმა თურქეთ სანქციები დაუწესა. სანქციათა სიაში მოყვა თურქეთის თავდაცვისა და ენერგეტიკის სამინისტროები და მათი ხელმძღვანელობა, ასევე თუქერთის მმართველი პარტიის წარმომადგენლები.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე