თბილისის ტურისტულ მიმართულებებს რუსი და ყაზახი ტუროპერატორები გაეცნენ

საქართველო, თბილისი - 16:23 | 24.12.2015
ნანახია: 1390

თბილისის ტურისტული მიმართულებების გასაცნობად დედაქალაქს ყაზახეთიდან და რუსეთიდან ტურისტული კომპანიებისწარმომადგენლები ეწვივნენ. სარეკლამო-გაცნობითი ტური მუნიციპალური პროგრამის „შემომყვანი ტურიზმის დარგის განვითარების"ფარგლებში „თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრისა" და „საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის"პარტნიორობითგაიმართა. 
თბილისში სარეკლამო-გაცნობითი ტურის ფარგლებში ვიზიტით მყოფი რუსული და ყაზახური ტურისტული სააგენტოები საქართველოსხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ "ერისიონის" რეპეტიციას დაესწნენ, სასტუმრო „რუმსში" კი სპეციალურადმათთვის საქართველოს სომელიეთა ასოციაციის წარმომადგენლებმა ქართული ღვინის კულტურისა და ისტორიის შესახებ პრეზენტაციაგამართეს. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ რამდენიმე სახეობის ქართული ღვინო და ყველი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე