თუ საქართველოს ხელისუფლებამ საპასუხო ნაბიჯები არ გადაგა, ავიამიმოსვლის აღდგენა არასწორი იქნება - დუმის სპიკერი

საქართველო, თბილისი - 14:43 | 15.10.2019
ნანახია: 741

საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენა, მაშინ როცა საქართველოს ხელისუფლებას საპასუხო ნაბიჯები არ გადაუდგამს, არასწორია, -  ამის შესახებ რუსეთის დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა შვეიცარიის ფედერალური კრების კანტონების საბჭოს თავმჯდომარესთან ჟან რენე ფურნიესთან შეხვედრაზე განაცხადა.

„რა თქმა უნდა, საქართველოს პრეზიდენტს სწრაფად უნდა მოეხადა ბოდიში. ძლიერი ადამიანი ყოველთვის ასე იქცევა - თუ მან შეცდომა დაუშვა, ან დაუფიქრებელი ნაბიჯი გადადგა და რაღაც თქვა ემოციებისგან. როცა სახელმწიფოს ხელისუფლება ასე იქცევა, რა ურთიერთობებზეა საუბარი... ჯერჯერობით ერთადერთი გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულა - ავიამიმოსვლის აკრძალვაა. მიგვაჩნია, რომ თუ ჩვენი ქვეყნის მიმართ საპასუხო ნაბიჯები არ გადაიდა, ავიამიმოსვლის აღდგენაზე საუბარი არასწორია“, - განაცხადა ვოლოდინმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე