ტრამპი ერდოღანს ტელეფონით ესაუბრა და სირიაში ოპერაციის დაუყოვნებლივ შეწყვეტა მოსთხოვა

საქართველო, თბილისი - 11:50 | 15.10.2019
ნანახია: 631

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თურქეთის ლიდერს რეჯებ თაიფ ერდოღანს ტელეფონით ესაუბრა და  სირიაში ცეცხლის დაუწყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა. ამის შესახებ The Hill-ი ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსზე დაყრდნობით იუწყება.

მისი თქმით, სატელეფონო საუბრის დროს  ტრამპმა ერდოღანს მტკიცედ მოსთხოვა არ დაუშვას ანკარამ სირიის ქალქ ქობანზე იერიში, სადაც უმეტესად ქურთები ცხოვრობენ.

ვიცე-პრეზიდენტმა განმარტა, რომ თურქეთის მიმართ გამოცხადებული სანქციები ძალაში იქნება, ან შესაძლოა უფრო გამკაცრდეს, ვიდრე თურქეთი დაუყოვნებლივ ცეცხლს და ძალადობას არ შეწყვეტს და არ დათანხმდება გრძელვადიან მოლაპარაკებებს. პენსმა აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებს თურქეთისთვის მწვანე შუქი არ აუნთია სირიაში შეჭრისთვის, რაზეც ტრამპმა ერდოღანს სატელეფონო საუბრის დროს კიდევ ერთხელ შეახსენა.

მანამდე ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას თურქეთის თავდაცვის სამინისტროსა და ენერგეტიკის მიმართ სანქციების დაწესების შესახებ. ამის გარდა სანქციები დაუწესდათ თურქეთის თავდაცვის მინისტრს ჰულუსი ანკარას, შს მინისყრს სულეიმან სოილუსა და ენერგეტიკის მინისტრს ფათიჰ დონმეზს.

თუქეთის შეიარაღებულმა ძალებმა სირიის ჩრდილოეთით  9 ოქტომბერს დაიწყო სამხედრო ოპერაცია „მშვიდობის წყარო“, ხელისუფლების განცხადებით, მის მიზანს წარმოადგენს ქურთთა შეიარაღებული ფორმირებებისა და „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების განადგურება.

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე