თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა სირიაში 595 ქურთი მებრძოლი გაანეიტრალა

საქართველო, თბილისი - 11:12 | 15.10.2019
ნანახია: 614

თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა სირიის ჩრდილოეთთ ოპერაციის დაწყებიდან 595 ქურთი მებრძოლი გაანადგურა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სირიელ ქურთებს აღნიშნულ ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ თაიფ ერდორანმა 9 ოქტომბერს სირიის ჩრდილოეთით სამხედრო ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ დაიწყო. თუერქეთის ხელისუფლების განცხადებით, მის მიზანს ქურთთა შეიარაღებული ფორმირებებისა და  „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების განადგურება წარმოადგენს.

ქურთების შეიარაღებული ფორმირებები აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედ საერთაშორისო კოალიციასთან ერთად იბრძვიან სირიაში ექსტრემისტული დაჯგუფების, „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ. სირიელ ქურთებს თურქეთის მთავრობა მიიჩნევს მის მიერ ექსტრემისტულად გამოცხადებული და აკრძალული ორგანიზაციის, „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ მოკავშირეებად.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე