ჭავჭავაძის გამზირზე 16 ოქტომბრიდან ორმხრივი მოძრაობა აღდგება

საქართველო, თბილისი - 10:46 | 15.10.2019
ნანახია: 662

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე „პიქსელის“ შენობიდან არაყიშვილის ქუჩამდე ავტომობილებისთვის ორმხრივი მოძრაობა 16 ოქტომბრიდან აღდგება - ამის შესახებ თბილისის ქალაქის მერმა კახა კალაძემ ისაუბრა. რაც შეეხება დარჩენილ მონაკვეთს, თაქთაქიშვილის ქუჩიდან ვაკის პარკამდე, სამუშაოები ორ ნაწილად დაიყოფა - მოწესრიგდება მიწისქვეშა კომუნიკაციები და დაიგება ასფალტის საფარიც.

"ჩვენ დავპირდი​თ მოსახლეობას, რომ 16 ოქტომბრიდან შესაძლებელი იქნებოდა მეორე მონაკვეთზე ავტომობილებით გადაადგილება, ეს არის "პიქსელიდან" არაყიშვილის, რამიშვილის კვეთა ჭავჭავაძის გამზირზე. ეს არ ნიშნავს, რომ სამუშოები დამთავრებული იქნება, მხოლოდ ქვედა ფენებში იქნება მოწყობილი ეს კონკრეტული მონაკვეთი. ყველაფერი რაც გასაკეთებელია პარალელულ რეჟიმში გაგრძელდება," - განმარტა დედაქალაქის მერმა.

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის გალაქტიონ ბუაძის ინფორმაციით, მალე სრულფასოვნად აღდგება ორმხრივი მოძრაობა არაყიშვილის და რამიშვილის ქუჩის კუთხემდე, რაც ბუაძის თქმით, მნიშვნელოვნად განტვირთავს მოძრაობას ჭავჭავაძის გამზირზე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე