ბოტანიკურ ბაღში „პურის ფესტივალი“ გაიმართება

საქართველო, თბილისი - 16:20 | 11.10.2019
ნანახია: 730

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, 12-13 ოქტომბერს, „პურის ფესტივალი“ მეორედ გაიმართება.

ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ბოტანიკური ბაღის ქართული მარცვლოვანი კულტურების კოლექცია და საქართველოში მოქმედი პურის მწარმოებელი კომპანიების პროდუქცია.

დამთვალიერებელი იხილავს თეატრალიზებულ წარმოდგენას და შემეცნებით ილუსტრაციებს პურის ცხობის ტრადიციების, ასევე, შემეცნებით ილუსტრაციებს ხორბლის ქართული ენდემური სახეობების გავრცელების შესახებ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე