მძიმეა 30 წლის ქალის მდგომარეობა, რომელსაც ყოფილმა ქმარმა თავის არეში დაზიანებები მიაყენა

საქართველო, თბილისი - 15:27 | 11.10.2019
ნანახია: 764

30 წლის ქალი, რომელსაც ყოფილმა მეუღლემ თავის არეში დაზიანებები მიაყენა, ხაშურის რეფერალურ ჰოსპიტალში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ექიმების შეფასებით, ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

წინასწარი ინფორმაციით, ქალს თავის არეში დაზიანებები სავარაუდოდ, ხის საგნისგან აქვს მიყენებული. ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ შემთხვევის ადგილზე ნაპოვნია ხელყუმაბარაც.

შემთხვევა ხაშურში, თამარ მეფის ქუჩაზე მოხდა.  

შსს-მ ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე