ირანის ტანკერზე თავდახსმის შედეგად წითელ ზღვაში დიდი რაოდენობით ნავთობი ჩაიღვარა

საქართველო, თბილისი - 13:53 | 11.10.2019
ნანახია: 795

ირანის ნავთობმზიდზე თავდასხმის შედეგად წითელ ზღვაში დიდი რაოდენობით ნავთობი ჩაიღვარა და გარემოს ძლიერი დაბინძურება გამოიწვია. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი აბას მუსავი აცხადებს.

 „სრული პასუხისმგებლობა ამ ქმედებებზე, მათ შორის რეგიონში გარემოს ძლიერ დაბინძურებაზე ეკისრება ამ საშიში ავანტურის შემსრულებლებს“, - განაცხადა მუსავიმ და აღნიშნა, რომ ტანკერის დაზიანების შედეგად დიდი რაოდენობით ნავთობი დაიღვარა.

ირანის ტანკერს ორი რაკეტა მოხვდა. თეირანი არკვევს ვინ დგას ამ თავდასხმის უკან.

 „ირანის ეროვნული სატანკერო კომპანიის მიერ შემოწმების შედეგად ირკევვა, რომ ტანკერს ორი რაკეტა მოხვდა, დაახლოებით 30-წუთიანი შუალედით და დაზიანდა“, - აღნიშნა მუსავიმ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე