წითელ ზღვაში, ირანულ ტანკერზე აფეთქება მოხდა

საქართველო, თბილისი - 10:55 | 11.10.2019
ნანახია: 625

წითელ ზღვაში, ირანულ ტანკერ Sanitized-ზე აფეთქება მოხდა. იუწყება ISNA წყაროზე დაყრდნობით.

სააგენტოს ცნობით, ინციდენტი საუდის არაბეთის საპორტო ქალაქ ჯიდადან 60 მილის დაშორებით მოხდა. დაზიანებულია ნავთობის ორი ძირითადი ავზი, დაფიქსირებულია საწვავის გაჟონვა.

ამჟამად სპეციალისტები მომხდარის მიზეზებს იკვლევენ, მედიის ცნობით, განიხილება ტერაქტის ვერსიაც.

ეკიპაჟი უსაფრთხოდ არის, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე