საჯარო რეესტრმა საქართველოს უკვდავი პოლკი პატრიოტულ-საზოგადოებრივ მოძრაობად დაარეგისტრირა

საქართველო, თბილისი - 10:40 | 11.10.2019
ნანახია: 1182

საჯარო რეესტრმა საქართველოს უკვდავი პოლკი პატრიოტულ-საზოგადოებრივ მოძრაობად დაარეგისტრირა. ინფორმაცია "უკვდავმა პოლკმა" ფეისბუკგვერდზე გაავრცელა.

საჯარო რეესტრში დაცული მონაცემების თანახმად, მოძრაობა უკვდავი პოლკის ხელმძღვანელად რევაზ გოგიძე დარეგისტრირდა.

"გამარჯვება! 2019 წლის 9 ოქტომბერს, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ დაარეგისტრირა ეროვნულ-პატრიოტული მოძრაობა, საქართველოს უკვდავი პოლკი", - ნათქვამია ორგანიზაციაში განცხადებაში.

უკვდავი პოლკი დეკლარირებულად მსოფლიო ომში დაღუპული მებრძოლების ხსოვნისადმი პატივის მიგებას ისახავს მიზნად, თუმცა ის რუსეთის იდეოლოგიურ-პროპაგანდისტულ იარაღად არის მიჩნეული და სავარაუდოდ, ფინანსდება კიდეც კრემლისგან.

უკვდავი პოლკის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებს რუსეთის პრეზიდენტი არაერთხელ დასწრებია.

საქართველოს უკვდავი პოლკის მოძრაობის წევრები აქტიურად ითხოვენ გორში სტალინის ძეგლის აღდგენას.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე