სახელმწიფოს მართავს უდიპლომო მინისტრი თეა წულუკიანი, უდიპლომო პროკურორი და უდიპლომო მოსამართლეები – ანა დოლიძე

საქართველო, თბილისი - 12:48 | 09.10.2019
ნანახია: 4143

„ქართული ოცნების“ რეალობაში მიღებულია უდიპლომო პროკურორი, უდიპლომო მინისტრი და უდიპლომო მოსამართლე, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ განაცხადა გენერალურ პროკურორ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ შალვა თადუმაძესთან დაკავშირებით.

როგორც ანა დოლიძემ აღნიშნა, ამის მიზეზი ის არის, რომ „ქართული ოცნებისთვის“ მთავარია პიროვნული ერთგულება და არა კომპენტენცია და სამშობლოსადმი თავდადება.

„ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ „ქართული ოცნების“ რეალობაში მთავარი ფასეულობა არის პიროვნული ერთგულება და არა კომპეტენცია და სამშობლოსადმი თავდადება. უდიპლომო სასიძოები ჩვენ გვქონდა კინოში, მაგრამ ძალიან სამწუხარო პოლიტიკურ რეალობაში აღმოვჩნდით, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში სახელმწიფოს მართავს უდიპლომო მინისტრი თეა წულუკიანი, უდიპლომო პროკურორი და ჩვენს წინაშე არიან უდიპლომო მოსამართლეებიც“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე