სამიანები მყავს, სამწუხაროდ - თადუმაძე თავის ნიშნებზე

საქართველო, თბილისი - 12:21 | 09.10.2019
ნანახია: 822

გენერალურ პროკურორს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ შალვა თადუმაძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა გიგა ბოკერიამ სამი თანაკურსელის ან ლექტორების დასახელება სთხოვა, რაზეც თადუმაძემ განაცხადა, რომ მათგან ნებართვა არ აქვს და შესაბამისად, ვინაობებს ვერ დაასახელებს.

გენერალურ პროკურორს  დეპუტატმა, ოთარ კახიძემაც დაუსვა შეკითხვა და სთხოვა დაესახელებინა თუ ვინ ასწავლიდა საერთაშორისო სამართალს, რაზეც თადუმაძემ უპასუხა, რომ „ერთ-ერთი ლექტორი“ ასწავლიდა. კახიძემ ნიშნების ფურცელიც წარუდგინა, რომლის გადახედვის შემდეგ თადუმაძემ აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, სამიანები ეწერა. „სამიანები მყავს, სამწუხაროდ“, - თქვა თადუმაძემ.  როგორც სხდომაზე ოთარ კახიძემ აღნიშნა, თადუმაძე საერთაშორისო სამართალს საერთოდ არ სწავლობდა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, გენერალურ პროკურორ შალვა თადუმაძეს დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უსმენენ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე