მამაკაცს, რომელიც 2 წლის გოგონას 5 საათის განმავლობაში აუპატიურებდა, სიკვდილით დასჯიან

საქართველო, თბილისი - 09:57 | 08.10.2019
ნანახია: 829

 

ინდოეთში, პედოფილს, რომელმაც ორი წლის გოგონა გაიტაცა და გააუპატიურა, სიკვდილით დასჯიან. იუწყება Times of India.

ტრაგედია 2012 წელს ინდოეთში, მაჰარაშთას შტატში მოხდა. მამაკაცმა გოგონა გაიტაცა და სახლში მიიყვანა. მან კარი გარედან ჩაკეტა ისე, რომ მეზობლებს ეფიქრათ, რომ სახლში არავინ იყო. მოძალადე მსხვერპლს ხუთი საათის განმავლობაში აუპატიურებდა.

გოგონას დაკარგვის შესახებ პოლიციას ბავშვის მამამ აცნობა, სამართალდამცველები პედოფილის კვალზე გავიდნენ და მის სახლში შევიდნენ, სადაც გოგონა უგონო მდგომარეობაში დახვდათ. ბავშვი სასწრაფოდ კლინიკაში გადაიტვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

ექსპერტიზამ მამაკაცი ჯანმრთელად აღიარა.  ის სამიდან ორმა მოსამართლემ დამნაშავედ ცნო და სიკვდილით დასჯა მიუსაჯა.

„მან უმოწყალოდ მოკლა ბავშვი, რომლის სიცოცხლემ დაწყებაც ვერ მოასწრო“, - ამ სიტყვების წარმოთქმისას მოსამართლემ პროცესზე ცრემლები ვერ შეიკავა. წერს Daily Mail-ი.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე