ბიძინა ივანიშვილი კახეთის რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 17:08 | 07.10.2019
ნანახია: 657

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი რეგიონულ ორგანიზაციებთან შეხვედრებს განაგრძობს.
პარტიის თავმჯდომარე დღეს კახეთის საოლქო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე რეგიონში არსებულ გამოწვევებზე, სამომავლო გეგმებზე, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე იმსჯელეს.
შეხვედრას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე, რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე, პარლამენტის დეპუტატები: დავით მათიკაშვილი, დავით სონღულაშვილი, ირაკლი შიოლაშვილი, გელა სამხარაული, გურამ მაჭარაშვილი, რომან მუჩიაშვილი, რეგიონულ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი, კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და პარტიის აქტივი ესწრებოდნენ.
პარტიის ცენტრალური ოფისიდან შეხვედრას ესწრებოდნენ ინფორმაციული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელი გია ბენაშვილი და სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი თედო ისაკაძე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე