აშშ უნდა გამოვიდევს სირიაში დაუსრულებელი ომებიდან - დონალდ ტრამპი

საქართველო, თბილისი - 16:53 | 07.10.2019
ნანახია: 881

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ სირიაში თურქეთის საზღვართან მდებარე ტერიტორიიდან ძალების გაყვანის შესახებ განაცხადა, რომ მოვიდა დრო, ვაშინგტონი დაუსრულებელი ომებიდან გავიდეს.

სირიის დემოკრატიული ძალების (SDF) განცხადებით, აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა დატოვეს სირიის ჩრდილოეთით თურქეთის მოსაზღრე ტერიტორია და ამით შეთანხება დაარღვიეს, რომელიც მიკავშირეებსა და ქურთთა რაზმებს შორის იყო მიღწეული. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ამერიკელი სამხედროები ტოვებენ სირიის ჩრდილოეთით ტერიტორიას, სადაც თურქეთი გეგმავს სამხედრო ოპერაციას ქურთთა ფორმირებების წინააღმდეგ.

 „ქურთები ჩვენთან ერთად იბრძოდნენ, მაგრამ ამისთვის მათ დიდძალ ფულსა და ტექენიკას აძლევდნენ. ისინი იბრძოდნენ თურქეთთან ათწლეულების განმავლობაში... დადგა დრო გამოვიდეთ ამ დაუსრულებელი ომებიდან და დავაბრუნოთ ჩვენი ჯარისკაცები სახლში“, - დაწერა ტრამპმა მიკრობლოგ Twitter-ში.

მან აღნიშნა, რომ ამიერიდან თურქეთი, ევროპა, სირია, ირანი, ერაყი, რუსეთი და ქურთები უნდა გაერკვნენ რა მოუხერხონ „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე