თუ ილია ჯიშკარიანს დანაშაული დაუმტკიცდება, სერიოზული პრობლემები შეექმნება მომავალ ცხოვრებაში - გია ვოლსკი

საქართველო, თბილისი - 14:19 | 07.10.2019
ნანახია: 800

თუ ილია ჯიშკარიანს დანაშაული დაუმტკიცდება, არა მხოლოდ „ქართული ოცნება“ უნდა გაემიჯნოს, არამედ ვფიქრობ, სერიოზული პრობლემები შეექმნება მომავალ ცხოვრებაში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

„ნაჩქარევმა კომენტარებმა შეიძლება დააზიანოს ერთი და მეორე ადამიანი. ადამიანური ფაქტორი მნიშვნელოვანია. თუ ეს დადასტურდა, არა მხოლოდ „ქართული ოცნება“ უნდა გაემიჯნოს, არამედ ვფიქრობ, სერიოზული პრობლემები შეექმნება მომავალ ცხოვრებაში. სამართლებრივი მხარე კიდევ ცალკე თემაა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

საკრებულოს დეპუტატს, ისნის მაჟორიტარ ილია ჯიშკარიანს მისი თანაშემწე, თამთა თოდაძე სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. საქმეზე გამოძიება– ძალადობის, სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და  ნივთის დაზიანება ან განადგურების მუხლებით მიმდინარეობს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე