კუნძულ ლამპედუზასთან ნავის გადაბრუნების შედეგად 20 მიგრანტი დაიკარგა

საქართველო, თბილისი - 14:07 | 07.10.2019
ნანახია: 600

20 მიგრანტი დაიღუპა იტალიის კუნძულ ლამპედუზასთან ნავის ჩაძირვის შედეგად. სანაპირო დაცვის წარმომადგენლებმა წყლიდან ცხრა დაღუპულის ცხედარი ამოიყვანეს. მიგრანტები აფრიკიდან ხმელთაშუა ზღვის გავლით იტალიაში მოხვედრას ცდილობდნენ.

არსებული ინფორმაციით, მიგრანტების მცირე ზომის ნავი გასულ ღამეს სანაპირო დაცვისა და იტალიის ფინანსური გვარდიის თანამშრომელთა თვალწინ გადაბრუნდა. მათ სამაშველო ღონისძიებები დაუყოვნებლივ დაიწყეს. შედეგად 22 მიგრანტის გადარჩენა მოხერხდა. ისინი უსაფრთხო ადგილზე არიან გადაყვანილნი.

მიგრანტების თქმით, ნავზე დაახლოებით 50 ადამიანი იმყოფებოდა, ამიტომ 20-მდე მიგრანტი დაკარგულად არის მიჩნეული. მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია. დაკარგულთა შორის სავარაუდოდ არიან ბავშვები.

ევროპა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე სერიოზულ იმიგრაციულ კრიზისს განიცდის, რომელიც პირველ რიგში გამოწვეულია აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში მიმიდინარე შეიარაღებული კონფლიქტებითა და მწვავე ეკონომიკური პრობლემებით.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე