ვანო ზარდიაშვილი არის მოსიარულე ნაღმი - ეკა ბესელია

საქართველო, თბილისი - 13:36 | 07.10.2019
ნანახია: 540

წავა, არ წავა, დაატოვებინებენ მანდატს თუ არა, ამის მიუხედავად, ეს ადამიანი არის მოსიარულე ნაღმი, რომელზეც პერიოდულად „ქართული ოცნება“ ფეთქდება, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ განაცხადა.

მისი თქმით, ზარდიაშვილი „ქართული ოცნებისთვის“ მძიმე ტვირთია, რის გამოც თავად უნდა გადაწყვიტოს, უბნდა თუა არა ამ ადამიანთან ასოცირება.

„ეს არის ის ტვირთი და სიმძიმე „ქართული ოცნებისთვის“, რის გამოც მათ თავად უნდა გადაწყვიტონ ამ ადამიანთან უნდათ, თუ არა ასოცირება. ბიძინა ივანიშვილს უნდა, რომ ასეთი ადამიანი საუბრობდეს მისი სახელით, რომელიც აბსოლუტურად დისკრედიტირებულია, თუ არ უნდა. ამიტომ, იცით ეს უკვე დროის ამბავია“, - განაცხადა ბესელიამ.

ბესელია ამბობს, რომ პარლამენტში ზარდიაშვილის მსგავსად, არავის გადაუბიჯებია წითელი ხაზებისთვის და არ უკადრებია ის, რაც ამ ადამიანმა იკადრა.

ჩემსა და ზარდიაშვილს შორის კონფლიქტი არ არის პერსონალური კონფლიქტი. ეს იყო კონფლიქტი კლანსა და კლანის სახელით ამ ადამიანის წინ გამოშვებით, ძალიან ბინძური დავალებების მიცემით ჩემ წინააღმდეგ. ეს იყო სწორედ ამ კლანის ბრძოლა ჩემთან, ამ სახით. ტრაგედია ისაა, რომ ის „ქართული ოცნების“ სახელით საუბრობს. ტრაგედიაა, რომ ასეთი ადამიანი პარლამენტის წევრია. პარლამენტში არასდროს არავის უკადრებია ისეთი რამ და არ გადაუბიჯებია ისეთი წითელი ხაზებისთვის, რაც ადამიანმა აკადრა როგორც ინსტიტუციას, ქალს. ყველაფერი, რაც ბოლო პერიოდში ისმოდა, ვერანაირ ჩარჩოში ვერ ეტევა. ამიტომ, ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, „ქართულმა ოცნებამ“ იდარდოს ამ ნაღმებზე რამდენჯერ აფეთქდება”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე