ვანო ზარდიაშვილის მიერ პარლამენტის დატოვების შესახებ ინფორმაცია უმრავლესობაში არ განხილულა - ანრი ოხანაშვილი

საქართველო, თბილისი - 13:06 | 07.10.2019
ნანახია: 595

დეპუტატ ვანო ზარდიაშვილის მიერ პარლამენტის დატოვების შესახებ ინფორმაცია უმრავლესობაში არც განხილულა. ამის შესახებ პირველად გავიგე ტელევიზიის მეშვეობით , - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„მსგავსი ინფორმაცია უმრავლესობაში არც განხილულა. ამის შესახებ პირველად გავიგე ტელევიზიის მეშვეობით, შესაბამისად, არანაირი მსგავსი საკითხი არც განიხილება, არც განხილულა გუნდში და არც მე არ გამაჩნია ამაზე ინფორმაცია”,- აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

მისი თქმით, ზარდიაშვილმა კომიტეტს აცნობა, რომ  პლენარულ სხდომას საპატიო მიზეზით ვერ დაესწრებოდა.

„დღეს დასწრებას რაც შეეხება, პარლამენტის წევრი, როდესაც კომიტეტს თუ პლენარულ სხდომას ვერ ან არ ესწრება, არსებობს შესაბამისი საფუძველი. აღნიშნულს ატყობინებს კომიტეტს. ჩვენ შეგვატყობინა ბატონმა ვანომ, რომ ის ვერ ესწრება საპატიო მიზეზით. რაც შეეხება შემდგომ, რა მიზეზით ვერ ესწრება და რა არის საპატიო საფუძველი, აღნიშნულის წარდგენის ვალდებულება აქვს შესაბამის დეპარტამენტში და ამის შემდეგ იქნება განხილული საპატიოა თუ არა მისი გაცდენა“,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე