გერმანიის პრეზიდენტთან ვისაუბრეთ იმ აუცილებლობაზე, რომ საქართველო არ იყოს მივიწყებული - სალომე ზურაბიშვილი

საქართველო, თბილისი - 11:14 | 07.10.2019
ნანახია: 600

გერმანიის პრეზიდენტთან ვისაუბრეთ იმაზე, რაზეც ყოველთვის ვსაუბრობ ჩვენს პარტნიორებთან, რომ აუცილებელია, სხვა კონფლიქტთან ერთად, კერძოდ უკრაინის კონფლიქტთან ერთად, საქართველო არ იყოს მივიწყებული, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გერმანიის პრეზიდენტთან, ფრანკ-ვალტერ შტაინამიერთან გამართული შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრეკონფერენციაზე განაცხადა.

ზურაბიშვილის განცხადებით, ასევე საუბარი შეეხო ევროკავშირის დამკვირვებელთა მისიის არეალის გაზრდას.

„ჩვენ, პირველ რიგში, კონფლიქტურ სიტუაციასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვისაუბრეთ. იმ აუცილებლობაზე, რაზეც ყოველთვის ვსაუბრობ ჩვენს პარტნიორებთან, რომ აუცილებელია, სხვა კონფლიქტთან ერთად, კერძოდ უკრაინის კონფლიქტთან ერთად, საქართველო არ იყოს მივიწყებული, რომ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ამ ზაფხულს შემქნილი საკმაოდ დაძაბული სიტუაცია შეიძლება ნებისმიერ დროს გადაიზარდოს უფრო სერიოზულ სიტუაციაში. აუცილებელია დეესკალაცია ერთი მხრივ და მეორე მხრივ, რაიმე გამოსავლის ძებნა. ერთ-ერთი მიმართულება არის გაძლიერება მოლაპარაკებების იმ ფორმატებში, რაც არსებობს. მაგრამ ასევე სხვა ფორმატებში, სადაც შეიძლება იყოს განხილული სხვა კონფლიქტებიც. ერთ-ერთი მიმართულება ასევე არის ევროკავშირის დამკვირვებელთა მისიის არეალის გაზრდა, როგორც პირველი დეესკალაციის ერთ-ერთი ზომა“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე