ნენსი პელოსი იმპიჩმენტს იმსახურებს - დონალდ ტრამპი

საქართველო, თბილისი - 11:11 | 07.10.2019
ნანახია: 756

აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს მიაჩნია, რომ წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი, წარმომადგენელთა პალატის დაზვრევვის კომიტეტის თავმჯდომარე ადამ შიფი, ასევე ისინი, ვინც მათთან ერთად შეთქმულებაში მონაწილეობდნენ, იმსახურებენ იმპიჩმენტს დანაშაულისა და სახელმწიფო ღალატისთვის.

 „ნენსი პელოსმა ყველაფერი იცოდა, იცოდა სიცრუისა და თაღლითობის მასობრივი შემთხვევების შესახებ, რომლებსაც ცბიერი ადამ შიფი სჩადიოდა კონგრესისა და ამერიკელი ხალხის მიმართ“, - დაწერა ტრამპმა მიკრობკლოგ Twitter-ში.

მისი თქმით, პელოსი ყველაფერშია დამნაშავე, ისივე როგორც შიფი, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებებსა და სახელმწიგო ღალატშიც კი.

 ტრამპისა და უკარინის პრეზიდენტის სატელეფონო საუბარი ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც მედიაში გავრცელებულ ერთ-ერთ პუბლიკაციაში დაზვერვის სამსახურის წარმომადგენელმა ის საგანგაშოდ მიიჩნია.

მანამდე გავრცელდა სატელეფონო საუბრის სტენოგრამა, რომელმაც დაადასტურა, რომ ტრამპმა ზელენსკის მოსთხოვა გამოძიების ჩატარება ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ვაჟის ჰანტერის წინააღმდეგ.

დემოკრატემა, წარმომადგენელთა პალატაში ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროდეცურა დაიწყეს, მათ პრეზიდენტი პოლიტიკური მოწინააღმდეგის - ბაიდენის დისკრედიტაციის მცდელობაში დაადანაშაულეს. ბაიდენი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის მთავარი მეტოქე იქნება. აშშ-ის პრეზიდენტი ბრალდებას უარყოფს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე