ერაყში ანტისამთავრობო გამოსვლების დროს 104 ადამიანი დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 10:46 | 07.10.2019
ნანახია: 670

ერაყში, მასობრივი პროტესტების დროს 104 ადამიანი დაიღუპა, 6 ათასზე მეტი კი დაიჭრა.

ამის შესახებ ადგილობრივი მედია ერაყის შსს-ზე დაყრდნობით იუწყება.ბაღდადისა და სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციების მონაწილეები მთავრობის გადადგომასა და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ.

მედიის ცნობით, ამ დროისთვის დემონსტრაციები დროებით შეწყვეტილია, ბაღდადში გაიხსბა სკოლები და სხვა სასწავლო დაწესებულებები, აღდგენილია ინტერნეტიც.

ამასთან, დემონსტრანტები პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ. თვითმხილველთა თქმით, გაძლიერებული პატრულირების მიუხედავად, პროტესტანტები იკრიბებიან რაიონებში, რომლებიც დედაქალაქში ცენტრალურ „მწვანე“ ზონასთან მდებარეობს.

ერაყში ანტისამთავრობიო გამოსვლები 1 ოქტომბერს დაიწყო. მისი მონაწილეები მოითხოვენ კორუფციასთან ბრძოლის გაძლიერებას, უმუშევრობის შემცირებას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას.

აქციების დროს ხშირია შეტაკებები დემონტარანტებსა და ძალოვნაბს შორის, რომლებიც ცეცხლასროლ იარაღს იყენებენ.

ექიმები თავის მხრივ იტყობინებიან 113 დაღუპულისა და 4 ათასზე მეტი დაშავებულის შესახებ,  მათგან 200 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე