ტრამპი ყველგან ამბობდა: "მე ვიცნობ სააკაშვილს", "ის ისეთი მაგარი ტიპია" - მიხეილ სააკაშვილი

საქართველო, თბილისი - 15:53 | 04.10.2019
ნანახია: 1178

ტრამპი მპატიჟებდა მუდმივად თავის სახლში და საერთოდ ნიუ-იორკის ქუჩებში, რესტორნებში, თეატრებში ჩემთან ერთად დადიოდა. რატომ? იმიტომ, რომ ყველას მოსწონს წარმატებებთან ასოცირება, - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ოდესის ოლქში უკრაინელ სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე.

„ტრამპი ბათუმში რომ ჩამოვიდა, თქვა, რომ ეს იქნებოდა მსოფლიოში ყველაზე კარგი ქალაქი 5 წლის შემდეგ და მან ეს ჩემთან კი არ თქვა, არამედ ამერიკულ არხებთან. აი, თქვენ რეკლამა.

რატომ ჩამოვიდა ის? იმიტომ, რატომაც ის ჩვენ გვაქებდა, ჩამოდიოდა, მე მპატიჟებდა მუდმივად თავის სახლში და საერთოდ ნიუ-იორკის ქუჩებში, რესტორნებში, თეატრებში ჩემთან ერთად დადიოდა. რატომ? იმიტომ, რომ ყველას მოსწონს წარმატებებთან ასოცირება.

როდესაც ის მორიგჯერზე იბრძოდა აშშ-ის პრეზიდენტობისთვის, მას სურდა, ასოცირებული ყოფილიყო წარმატებებთან. და ის ყველგან ამბობდა, რომ "მე ვიცნობ სააკშვილს", "ის ისეთი მაგარი ტიპია", "მე ვიყავი ბათუმში, საუკეთესო ქალაქია მსოფლიოში", "მათ განათლების საუკეთესო სისტემა აქვთ" და ა.შ.“, - თქვა სააკაშილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე