ევროსაბჭოში, რუსი დეპუტატის გამოსვლისას, აქტივისტებმა საქართველოსა და უკრაინის დროშები გაშალეს

საქართველო, თბილისი - 12:43 | 04.10.2019
ნანახია: 939

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსი დელეგატის სიტყვით გამოსვლისას აქტივისტებმა საქართველოს, უკრაინის, პოლონეთის და ყირიმელი თათრების დროშები გაშალეს.

აქციის მონაწილეებმა რუსეთის აგრესიის შეჩერება მოითხოვეს.  აქტივისტები რუსი დეპუტატის  პიოტრ ტოლსტოის გამოსვლას შეძახილებით შეხვდნენ, ისინი სკანდირებდნენ, რომ რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა და ორგანიზაციაში მისი დაბრუნება საპარლამენტო ასამბლეის სირცხვილია. რუსმა დელეგატმა, სიტყვის გაგრძელება სცადა, თუმცა სხდომათა დარბაზში აქციას აპლოდისმენტებით შეხვდნენ.

ასამბლეა რუსეთში ადამიანის უფლებების დარღვევასა და მოსკოვში აქციების დარბევის შესახებ მსჯელობდა. 

დაცვის სამსახურმა აქციის მონაწილეები დარბაზიდან გაიყვანა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე