ვგმობ დღეს გაკეთებულ სექსისტურ განცხადებას - პრეზიდენტი

საქართველო, თბილისი - 16:33 | 03.10.2019
ნანახია: 764

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ხაზარაძემ რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ შესაძლოა მან ხაჭაპურების გამოცხობა იცის, მაგრამ წარმოდგენა არ აქვს რა არის ინფრასტრუტქურა.

"ვგმობ დღეს გაკეთებულ სექსისტურ განცხადებას. კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის და მგონი ასევე ქართული საზოგადოებისთვის, დღეს ერთერთი პოლიტიკური ლიდერის მიერ გაკეთებული შეფასება ქალი პოლიტიკოსის მისამართით.

ქალის მიმართ დამამცირებელი და დამაკნინებელი კომენტარები მთელ მსოფლიოში დასჯადი ხდება და მითუმეტეს მიუღებელია ქართული კულტურისა და ტრადიციებისთვის.

მსგავსი კომენტარი იქნება თუ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების მუდმივი ტირაჟირება ან კიდევ შეურაცხყოფის მიყენების სხვადასხვა ფორმა, რეალურად ჩვენ საზოგადოებას ამცირებს და არ გვეკადრება.

ვისურვებდი, რომ ამ საარჩევნო პერიოდის დასაწყისში ყველა ვთანხმდებოდეთ მინიმალური ეთიკის ნორმებზე და სიძულვილის და შეურაცხყოფის ენისგან თავშეკავებაზე", - წერს სალომე ზურაბიშვილი ფეისბუკზე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე