გიორგი ქობულია პოლიტიკაში დაბრუნებას გეგმავს

საქართველო, თბილისი - 14:31 | 03.10.2019
ნანახია: 644

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი შესაძლოა, პოლიტიკაში დაბრუნდეს. ამის შესახებ მან მთავარ არხთან ისაუბრა.

გიორგი ქობულიას თქმით, უფრო კონკრეტულად საუბარს ნოემბერში შეძლებს.

"ნოემბერში მეცოდინება უფრო მეტი და ნოემბერში მინდა, რომ უკვე გავარკვიო ჩემი გეგმები ბოლომდე. ჩემი პრინციპი არის ის, რომ ჩვენ მივდივართ დასავლური ბლოკისკენ, როგორც ჩვენ მივდიოდით დღემდე და ეს არის ჩვენი ორიენტაცია. ამავე დროს, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის გვჭირდება უფრო დაბალანსებული ურთიერთობა რუსეთის ფედერაციასთან", - თქვა ყოფილმა მინისტრმა "მთავართან".

მან არ გამორიცხა თანამშრომლობა ქართული ოცნების ყოფილ წევრ ეკა ბესელიასთან და დასძინა, რომ ესაუბრება მათ შორის, მოქმედ დეპუტატებს.

ეკონომიკის მინისტრი, გიორგი ქობულია თანამდებობიდან 2019 წლის 18 აპრილს გადადგა. მოგვიანებით, გიორგი ქობულიამ განაცხადა, რომ ის თავისი ნებით არ წასულა, რადგან წასვლის შესახებ მას განცხადება არ დაუწერია. ქობულიამ ეკონომიკის მინისტრის თანამდებობა 2018 წლის ივლისში დაიკავა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე