ტრამპი, პენსს, ზელენსკიზე ზეწოლისთვის იყენებდა - The Washington Post

საქართველო, თბილისი - 13:40 | 03.10.2019
ნანახია: 911

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვიცე-პრეზიდენტ მაიკლ პენსს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიზე ზეწოლისთვის ხშირად იყენებდა. ამის შესახებ გაზეთი The Washington Post-ი წყაროზე დაყრდნობით წერს.

გაზეთის მონაცემებით, სწორედ ტრამპმა უთხრა ვიცე-პრეზიდენტს არ დასწრებოდა მაისში ზელენსკის ინაუგურაციას, იმის მიუხედავად, რომ თეთრი სახლის თანამშრომლები საწინააღმდეგოს მოითოვდნენ. ამის გარდა, გამოცემისვე ცნობით,  სწორედ პენსის მეშვეობით ამერიკის ლიდერმა გასულ ზაფხულს აცნობა ზელენსკის, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარება გაყინული იყო და კორუფციასთან ბრძოლისთვის უფრო აქტიური ზომების გატარება მოითხოვა.

ამის გარდა, როოგრც გაზეთი წერს, პენსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მრჩეველი ესწრებოდა ტრამპისა და ზელენსკის სატელეფონო საუბარს, რომელიც ივლისში შედგა. გამოცემის წყაროს ცნობით, ეს იმას ნიშნავს, რომ ვიცე-პრეზიდენტს უნდა მიეღო ორი ლიდერის საუბრის სტენოგრამა, დასრულებიდან რამდენიმე საათში.

ამასთან, პენსთან დაახლოებული პირები ირწმუნებიან, რომ ვიცე-პრეზიდენტს წარმოდგენა არ ჰქონდა ზელენკისზე ტრამპის ზეწოლის მცდელობებზე ჯოზეფ ბაიდენსა და მის ვაჟზე მაკომპრომეტირებელი ინფორმაციების მიღების მიზნით.

დემოკრატი ბაიდენი, რომელიც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის პოსტს იკავებდა, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის სერიოზული კონკურენტია. პენსის გარემოცვის წევრები აცხადებენ, რომ ახლანდელი ვიცე-პრეზიდენტი სტენოგრამას არ გაეცნო ან ბოლომდე არ წაიკითხა, აღნიშნავს გამოცემა.

აშშ-ში ბოლო დღეების განმავლობაში გამწვავდა სკანდალი ტრამპისა და ზელენსკის სატელეფონო საუბრის ირგვლივ, რომელიც საბოლოო ჯამში ტრამპის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების მიზეზი გახდა. როგორც ტრამპის პოლიტიკური ოპონენტები ამბობენ, ტრამპი ცდილობდა ზელენსკის დარწმუნებას, დაეწყო უკრაინაში ბაიდენის ვაჟის საქმიანობის შესახებ გამოძიება და სანაცვლოდ ფინანსურად სამხედრო დახმარებას პირდებოდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე