მამუკა ხაზარაძემ „ლელოს“ 12 ახალი წევრი წარადგინა

საქართველო, თბილისი - 13:09 | 03.10.2019
ნანახია: 831

მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებას კიდევ ერთი 12-კაციანი ჯგუფი წარუდგინა.

ესენი არიან: ეკონომისტი ქეთევან კრიალაშვილი, იურისტი ალექსანდრე ფირცხალაიშვილი, პიანისტი თეა ჭკუასელი, მხატვარი ირაკლი სუთიძე, სპორტსმენი ბესიკ ლიპარტელიანი, სპორტსმენი გია რაფავა, ბიზნესმენი დავით ბეგიაშვილი, ანალიტიკოსი თორნიკე შურღულაია, მწერალი ხათუნა თავდგირიძე, სპორტსმენი დავით გელაშვილი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი აკაკი გელაშვილი და ფსიქოლოგი გიორგი ოქროაშვილი.

მამუკა ხაზარაძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ „ლელო“ საზოგადოებრივი მოძრაობაა და პარტიას ის უახლოეს ორ თვეში წარადგენს.

”როცა დაფუძნდება პარტია,  წარმოგიდგენთ ძალიან მკაფიო ხედვას, პროგრამულ ხედვას თუ რა დროში, რანაირი რეფორმებით გამოვიყვანთ ქვეყანას ამ მდგომარეობიდან“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე