ბიუჯეტი გამოგვივიდა საკმაოდ დაბალანსებული - გიორგი გახარია

საქართველო, თბილისი - 10:36 | 03.10.2019
ნანახია: 579

"თუმცა, კოორდინირებული მუშაობა შემდგომში როგორც მთავრობის, ასევე პარლამენტისა და ეროვნული ბანკის მხრიდან, იქნება მნიშვნელოვანი, რომ შესაბამისად 2020 წელს ჩვენი ეკონომიკური ზრდა და ეფექტიანობა იყოს სახეზე და ის აისახოს ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაზე", - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე.

გიორგი გახარიას განმარტებით, ბიუჯეტში ასახულია სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობა, მაგრამ ასევე ასახულია ფისკალური დისციპლინა და კაპიტალური ხარჯები სახელმწიფოს მხრიდან.

"მოგეხსენებათ, ჩვენ უკვე შევიტანეთ პარლამენტში 2020 წლის ბიუჯეტი. ერთობლივი მუშაობის შედეგად, ბიუჯეტი გამოგვივიდა საკმაოდ დაბალანსებული. ბიუჯეტში ასახულია სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობა, მაგრამ ასევე ასახულია ფისკალური დისციპლინა და კაპიტალური ხარჯები სახელმწიფოს მხრიდან. ამაშიც მდგომარეობს ბიუჯეტის დაბალანსება. თუმცა, კოორდინირებული მუშაობა შემდგომში როგორც მთავრობის, ასევე პარლამენტისა და ეროვნული ბანკის მხრიდან, იქნება მნიშვნელოვანი, რომ შესაბამისად 2020 წელს ჩვენი ეკონომიკური ზრდა და ეფექტიანობა იყოს სახეზე და ის აისახოს ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაზე.

მოგეხსენებათ, ბიუჯეტში დეფიციტი გვაქვს 2,7 პროცენტი, რომელიც და ის სრულად შეესაბამება სავალუტო ფონდის მიმდინარე პროგრამას და ამაში მდგომარეობს ბიუჯეტის დაბალანსებულობის კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტი", - განაცხადა გიორგი გახარიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე