მე გაზრდილი ვარ ქართულ, ძირძველ ტრადიციებზე - მიხეილ სააკაშვილი

საქართველო, თბილისი - 09:49 | 03.10.2019
ნანახია: 1080

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კვლავაც ტრადიციულ ღირებულებეზე და მათ მიმართ დამოკიდებულებებზე საუბრობს იდეომიმართვაში, რომელიც თავის ფეისბუკგვერდზე გაავრცელა.

სააკაშვილის თქმით, ქართული ღირებულებებსა და ტრადიციებს ყოველთვის სცემდა პატივს და სწორედ მისი ინიციატივით გაფორმდა კონკორდატი საქართველოს ეკლესიასთან.

"მეგობრებო, ტრადიციულობა და ქართული ღირებულებების პატივისცემა ეს იყო ყოველთვის ის, რასაც ყოველთვის მე მთელი ცხოვრება ვაკეთებდი. უკაცრავად, საქართველოში კონკორდატი გაფორმდა ჩემი ინიციატივით, როდესაც მე ვიყავი იუსტიციის მინისტრი. ჩემი ინიციატივით შემოვიდა ხუთჯვრიანი ქართული დროშა. დიახ, მე ვარ ძალიან ტრადიციულ ოჯახში გაზრდილი, ძალიან სერიოზულ ქართულ ძირძველ ტრადიციებზე", - თქვა მიხეილ სააკაშვილმა

როგორც სააკაშვილი აცხადებს, საქართველოში არიან პოლიტიკოსები, რომლებიც დასცინიან ადამიანებს, რომელთაც თავიანთი ტრადიციებისა და მრწამსის სჯერათ.

"დიახ, არის ერთი ჯგუფი პოლიტიკოსების საქართველოში, რომელიც დასცინის ყველაფერ ქართულს, აბაიბურებს და რაღაც ეს "სვეცკურად" ზემოდან უყურებს იმ ხალხს, რომელსაც ჯერათ თავისი ტრადიციების და თავისი მრწამსის. მე ვფიქრობ, რომ ეს ხალხი პირდაპირ აკეთებს პუტინის საქმეს, მეგობრებო, იმიტომ, რომ პრაქტიკულად ხელში უგდებს ჩვენი საზოგადოების ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს ვასაძეს, ინაშვილს და სხვა პირდაპირ აგენტებს, საქართველოს მტრებს. იმიტომ, რომ არაფერ კავშირში არ არის რუსეთის აგენტები და ჩვენი ფასეულობები და ჩვენი ღირებულებები", - დასძინა სააკაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე