თერგის ბაზრობის ტერიტორიაზე განთავსებულ სავაჭრო ჯიხურებში ცეცხლის ღია კერა აღარ შეინიშნება

საქართველო, თბილისი - 16:41 | 02.10.2019
ნანახია: 719

ამ დროისთვის, თბილისში, ე.წ. თერგის ბაზრობის ტერიტორიაზე განთავსებულ სავაჭრო ჯიხურებში ცეცხლის ღია კერა აღარ შეინიშნება. ადგილზე მონიტორინგის მიზნით რჩებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, რომლებიც ნახანძრალ ტერიტორიაზე ცალკეულ მონაკვეთებს დაამუშავებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, ე.წ. თერგის ბაზრობის ტერიტორიაზე არსებული ძლიერი დაკვამლიანების და ღია ცეცხლის შესახებ.

შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ მივიდნენ მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები, რომლებმაც ყველა შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკის გამოყენებით, დაიწყეს ცეცხლის ქრობა.
ცეცხლი გავრცელებული იყო შერეულ სასაწყობო ტერიტორიაზე, დაახლოებით, 200 კვ/მ ფართობზე. ადგილზე მუშაობდა 80-მდე მეხანძრე-მაშველი. მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა.

შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს.

ხანძრის გამომწვევი მიზეზების დადგენის მიზნით, ჩატარდება კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები და დაინიშნება ყველა შესაბამისი ექსპერტიზა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე