სააკაშვილი დიდი ხანია, ძალიან ტოქსიკური ფენომენია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის - თეა წულუკიანი

საქართველო, თბილისი - 14:39 | 02.10.2019
ნანახია: 862

ბატონი მიხეილ სააკაშვილი დიდი ხანია, ძალიან ტოქსიკური ფენომენია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

მისი თქმით, სააკაშვილი ახლა თავისი პარტიისთვისაც გახდა პრობლემა და ტოქსიკური მოვლენა.

“საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ბატონი მიხეილ სააკაშვილი უკვე დიდი ხანია, არის ძალიან ტოქსიკური ფენომენი ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. ერთადერთი, ვისთვისაც ის ტოქსიკური არ იყო, ეს იყო მისივე პარტია და როგორც ვხედავ, ის უკვე მათთვისაც გახდა პრობლემა და ტოქსიკური მოვლენა“, - თქვა წულუკიანმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე