წულუკიანმა ქუთაისის სასჯელაღსრულების მე-2 დაწესებულების დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლა

საქართველო, თბილისი - 14:35 | 02.10.2019
ნანახია: 779

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ქუთაისის სასჯელაღსრულების მე-2 დაწესებულების დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.

შესაბამისი გადაწყვეტილება დაწესებულებაში  მომხდარ თვითმკვლელობის ფაქტს უკავშირდება.

მინისტრის თქმით, მტკიცებულებების შეგროვება მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

„საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო გუშინ საღამოსვე, როდესაც ეს ფაქტი გახდა ცნობილი იუსტიციის სამინისტროს გენინსპექციისთვის. მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა მტკიცებულებების შეგროვება და ამ მომენტშიც მიმდინარეობს. ძირითადი მტკიცებულებები შეგროვებული გვაქვს. უნდა დაველოდოთ ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც იმედი მაქვს რამდენიმე დღეში იქნება ცნობილი და ამის შემდეგ ჩვენ შევძლებთ ვისაუბროთ იმაზე, შესაძლებელი იყო თუ არა ამ თვითმკვლელობის თავიდან აცილება და ხომ არ იკვეთება მათ შორის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ქუთაისის პენიტენციური დაწესებილების რომელიმე თანამშრომლის”, – აღნიშნა წულუკიანმა.

ქუთაისის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში  ძმის მკვლელობაში ბრალდებულმა თავი გუშინ მოიკლა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე