შალვა ნათელაშვილი მოითხოვს, რომ 2 ოქტომბერი ქართველთა გენოციდის დღედ გამოცხადდეს

საქართველო, თბილისი - 14:20 | 02.10.2019
ნანახია: 722

ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი  მოითხოვს, რომ 2 ოქტომბერი ქართველთა გენოციდის დღედ გამოცხადდეს. მან დადგენილების პროექტით საქართველოს პარლამენტს უკვე მიმართა.

ნათელაშვილის ამბობს, რომ გენოციდის დღედ 2 ოქტომბრის გამოცხადების საფუძვლად 1992 წლის 2 ოქტომბერია, როდესაც გაგრაში ქართველებს სასტიკად გაუსწორდნენ.

„დღეს კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე საშინელი გენოციდის დღეა. 1992 წლის 2 ოქტომბერს, გაგრის სტადიონზე რუსმა ოკუპანტებმა და დაქირავებულმა ბოევიკებმა ქართველთა მოჭრილი თავებით ითამაშეს ფეხბურთი და ეს გენოციდი ჩვენს ერზე გრძელდება დღესაც”, - აღნიშნავს ნათელაშვილი.

მისი თქმით, ლეიბორისტულ პარტიას დღეს საქართველოს პარლამენტში შეაქვს დადგენილების პროექტი ქართველი ერის მიმდინარე და ისტორიული გენოციდის შესახებ, რაც შეწყვეტს გამანადგურებელ პროცესს. ის იმედს გამოთქვამს, რომ პარლამენტი ერთხელ მაინც იქნება პასუხიმგებელი ტავის ხალხთან და აღნიშნულლ დოკუმენტს მიიღებს.

„იმედი მაქვს, პარლამენტი ერთხელ მაინც იქნება გულწრფელი და პასუხისმგებელი თავის ხალხთან, მიიღებს ამ დოკუმენტს და ამით საფუძველს დაუდებს ახალ ეტაპს ჩვენი ქვეყნის გადარჩენისა. იმედია, ისინი გაიხსენებენ, რომ ებრაელები და სომხები დღემდე გადარჩნენ იმით, რომ მსოფლიომ აღიარა მათი გენოციდი. იმედია, იმასაც გაიხსენებენ, რომ საქართველოს პარლამენტს კარგა ხანია, მიღებული აქვს ჩერქეზთა გენოციდის დადგენილება და ისე არ გამოვა, რომ კუდა ხარი სხვას ბუზებს უგერიებდაო, ჩვენი თავისთვის ვერ მიგვიხედია და სხვის ბედს დავტირით“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე