გენიალური შემოქმედის მუსიკა არა მარტო ქართულ, არამედ მსოფლიოს საგანძურად იქცა - გახარია

საქართველო, თბილისი - 12:53 | 02.10.2019
ნანახია: 600

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კომპოზიტორ გია ყანჩელის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა.

„დიდ მწუხარებას გამოვთქვამ უდიდესი ქართველი კომპოზიტორის გია ყანჩელის გარდაცვალების გამო. გენიალური შემოქმედის მუსიკა არა მარტო ქართულ, არამედ მსოფლიოს საგანძურად იქცა.

თანავუგრძნობ გია ყანჩელის ოჯახს, ახლობლებს და მთელ საქართველოს,“- ნათქვამია პრემიერ-მინისტრის სამძიმარში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე