მკვლელების დედოფალი ხარ - ადა მარშანია გიგა ბოკერიას

საქართველო, თბილისი - 15:08 | 01.10.2019
ნანახია: 1318

 შენ ხარ უნამუსო ადამიანი, უნამუსო ბოკერია ხარ შენ და მკვლელების დედოფალი ხარ, - ასე მიმართა  პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "პატრიოტთა ალიანსის" წევრმა ადა მარშანიამ  "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერს გიგა ბოკერია.

მარშანიას გაღიზიანება "მუხროვანის საქმეზე" კამათს მოჰყვა. ამ თემაზე განცხადებებს დარბაზში გიგა ბოკერია, ირაკლი სესიაშვილი და კობა კობალაძე აკეთებდნენ.

"გული გამისკდა, აღარ შემიძლია. შენ ვინა ხარ თუ იცი, შენ ხარ უნამუსო ადამიანი, უნამუსო ბოკერია ხარ შენ და მკვლელების დედოფალი ხარ შენ, მთავარი მკვლელი და მწამებელი ხარ შენ. სად ჯანდაბაშია თქვენი ამომრჩეველი, მე თქვენს ამომრჩეველს შეურაცხყოფას ვაყენებ, რომელმაც უნამუსოდ მოგცათ ხმა," - უთხრა მარშანიამ ბოკერიას.

"მეც მიჭირს, რომ პუტინის ხალხი მიზის უკან", - უპასუხა ბოკერიამ.

ინციდენტის შემდეგ ადა მარშანიამ სხდომა დატოვა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე