გურამ ჩალაგაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს

საქართველო, თბილისი - 13:37 | 01.10.2019
ნანახია: 777

"გამარჯვებული საქართველოს" წევრის გურამ ჩალაგაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

ძალოვანი უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 1977 წელს დაბადებული გ.ჩ. თბილისში დააკავეს.

"საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე გადამოწმების მიზნით ერთ-ერთი ავტომობილი შეაჩერეს. მძღოლის თანხმლებმა მგზავრმა - 1977 წელს დაბადებულმა გ.ჩ.-მ სამართალდამცველების მიმართ გამოხატა აგრესია, არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, რის შემდეგაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული დარღვევისთვის ის ადგილზე დააკავეს", - აღნიშნულია შს სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, ჩალაგაშვილის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე