თელავის საავადმყოფოში გარდაიცვალა მამაკაცი, რომელმაც ცოლის მკვლელობის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა

საქართველო, თბილისი - 12:13 | 01.10.2019
ნანახია: 821

თელავის საავადმყოფოში გარდაიცვალა რეზო კეკელიძე, რომელმაც მეუღლის მკვლელობის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა.

მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული თვითდაზიანებით თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში იყო მოთავსებული. მას დაზიანება სახის არეში ჰქონდა და ერთი კვირის განმავლობაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

შემთხვევა თელავში 23 სექტემბერს მოხდა. მამაკაცმა სანადირო თოფით მეუღლე, ნონა ლაზარიაშვილი მოკლა და შემდეგ თვითმკვლელობა სცადა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე