სიღნაღში, რესტორან „ნიკალაში“ ხანძარია

საქართველო, თბილისი - 10:01 | 01.10.2019
ნანახია: 617

სიღნაღში, რესტორან „ნიკალაში“ ხანძარია. ცეცხლი რესტორნის სახურავს უკიდია.

ადგილზე მობილიზებულია ხუთი სახანძრო ჯგუფი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი უკვე ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

მომხდარის შედეგად, არავინ დაშავებულა. რესტორნიდან და სასტუმროდან ევაკუირებულია სტუმრები და პერსონალი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე