თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

საქართველო, თბილისი - 09:33 | 01.10.2019
ნანახია: 673

თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ცოტა ხნის წინ დიდ დიღომში. პეტრიწის ქუჩაზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო და საპატრულო ეკიპაჟების ჯგუფები. ექიმების ინფორმაციით, ერთ-ერთ დაშავებულს ტვინის შერყევა აღენიშნება, ხოლო მეორეს თავი აქვს გატეხილი.

საქმეზე გამოძიება დაიწყო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე