დამნაშავე ვარ, მაგრამ ისეთ რამეს შეეხო, ვერ ვაპატიებდი - ძმის მკვლელობაში ბრალდებული

საქართველო, თბილისი - 12:26 | 30.09.2019
ნანახია: 850

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ძმის მკვლელობაში ბრალდებულს, 1983 წელს დაბადებულ გ.წ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე ირაკლი აბშილავამ სრულად გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა. ბრალდებულმა ადვოკატზე უარი განაცხადა.

„არ ვაპირებ თავის გამართლებას, ისეთ რაღაცას შეეხო ჩემი ძმა. დამნაშავე ვარ, მაგრამ ისეთ რამეს შეეხო, ვერ ვაპატიებდი. მე ის მიყვარს და მეყვარება. თავს არ დავიცავ“,- აღნიშნა ბრალდებულმა სასამართლო სხდომაზე.

28 სექტემბერს, გ.წ-მ, 1985 წელს დაბადებულ ძმას, რ. წ.-ს ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები გულმკერდის არეში მიაყენა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. ბრალდებული შემთხვევიდან რამდენიმე საათში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში დააკავეს. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. წინასასამართლო სხდომა 15 ნოემბერს დაინიშნა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე