სააკაშვილს გადალახული აქვს ის წერტილი, საიდანაც უკან არ ბრუნდებიან - თამარ ჩერგოლეიშვილი

საქართველო, თბილისი - 10:10 | 30.09.2019
ნანახია: 1220

რა გიკვირთ? - გადალახული აქვს მაგ კაცს ის წერტილი, საიდანაც უკან არ ბრუნდებიან, - „ტაბულას“ ხელმძღვანელი თამარ ჩრეგოლეიშვილი გადაცემა “მთავარ აქცენტებში“  საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„იმ ორი ჟურნალისტის საყურადღებოდ მინდა ვთქვა სააკაშვილი რომ ყავდათ ეთერში და შოკში არიან.

რა გიკვირთ? - გადალახული აქვს მაგ კაცს ის წერტილი, საიდანაც უკან არ ბრუნდებიან.

თავის დროზე, სუსტი რგოლები რომ არ ეპოვა ჩვენში და კედელივით დავმდგარიყავით - დაგვეჯახებოდა და მოჯდებოდა.

მისთვისაც კარგი იქნებოდა და ქვეყნისთვისაც“, - წერს ჩერგოლეიშვილი.

მისი თქმით, სააკაშვილმა პარტია დაშალა და ახლა ამ ნარჩენს ხელყუმბარასავით იქნევს.

“მაგან სუსტი რგოლები იპოვა, გაგვარღვია, პარტია დაშალა და ნარჩენს ხელყუმბარასავით იქნევს.

მის გადასარჩენადაც ჯობდა თავისი ვერ გაეტანა! მცირე, მაგრამ მაინც შანსი იყო, აქამდე არ მოსულიყო.

არადა, რა საწყენია? რამხელა მემკვიდრეობის ფიგურაა და რა მდგომარეობაში ჩაიგდო თავი”, - წერს ჩერგოლეიშვილი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე