ყველაფერი, რასაც აკეთებს ბოკერია, არის ქართული ტრადიციების წინააღმდეგ და ანტიქრისტიანული - მიხეილ სააკაშვილი

საქართველო, თბილისი - 09:56 | 30.09.2019
ნანახია: 634

ბოკერიამ და ბოკერიასნაირმა ადამიანებმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ჩვენი დისტანცირება მომხდარიყო ტრადიციული, ქართული, ქრისტიანული ფასეულობებისგან, - ამის შესახებ საქართველოს  ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა „მთავარ აქცენტებში“ განაცხდა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით,  გიგა ბოკერიასგან ფუნდამენტური განსხვავებები აქვს და ამის მაგალითად თავისი რელიგია მოჰყავს. ექსპრეზიდენტი ხაზს უსვამს, რომ ჯვარს ატარებს და მართლმადიდებელია.

"აქ არის მართლაც ფუნდამენტური განსხვავებები. მაგალითად, მე ჩემი შეხედულებებით და ჩემი მრწამსით ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი. ვინც რა უნდა თქვას, ესეც - ვატარებ ჯვარს და... ბოკერიამ და ბოკერიასნაირმა ადამიანებმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ჩვენი დისტანცირება მომხდარიყო ტრადიციული, ქართული, ქრისტიანული ფასეულობებისგან", - თქვა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ყველაფერს, რასაც გიგა ბოკერია აკეთებს, არის ქართული ტრადიციების წინააღმდეგ და ანტიქრისტიანული.

„ყოველთვის, მთელი ეს წლები აკეთებდა ამას. განსაკუთრებულად ცინიკური დამოკიდებულებით ქართული ტრადიციების, ქართული ფასეულობების მიმართ, რომელიც ჩემთვის არის უძვირფასესი და რომელიც ქართველი ხალხისთვის არის ყოველდღიური ცხოვრების… ჩვენი ხელისუფლების დროს მათ შორის, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მთელი უბედურება რაცაა…ყველაფერი, რასაც აკეთებს ბოკერია, ყველაფერი, რაც არის ქართული ტრადიციების წინააღმდეგ და ანტიქრისტიანული. ჩემი თვალსაზრისი ასეთია.

600 ეკლესია მაქვს აშენებული ჩემი ინიციატივით, მათ შორის ბაგრატი. ეკლესიაში არ არის მარტო საქმე, ეკლესია ერთ-ერთი ელემენტია“,- განაცხადა სააკაშვილმა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე