შეწყალების საქმესთან დაკავშირებით პროკურატურაში პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები გამოკითხეს

საქართველო, თბილისი - 16:23 | 27.09.2019
ნანახია: 787

 

შეწყალების საქმესთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურაში პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხუთი თანამშრომელი გამოკითხეს.

არც საგამოძიებო უწყებაში შესვლამდე და არც გამოსვლის შემდეგ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს განცხადებები არ გაუკეთებიათ. მათ შორის არც იმაზე, ქონდათ თუ არა რაიმე შემხებლობა შეწყალების საქმესთან და ასევე, რა ინფორმაციას ფლობენ პრეზიდენტის 27 აგვისტოს განკარგულების შესახებ.

​​მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილმა მკვლელობისთვის მსჯავრდებული სამი პირი შეიწყალა – თარაშ მუკბანიანის, დავით ოთხმეზურისა და სოსო ქოიავას მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები.

20 სექტემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება მსჯავრდებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე