ბოლოსდაბოლოს ჩვენმა ხელისუფლებამ შეიგნო, რომ რუსეთთან დიალოგი აუცილებელია - ნინო ბურჯანაძე „რია ნოვოსტისთან“

საქართველო, თბილისი - 15:24 | 27.09.2019
ნანახია: 826

პარტია „ერთიანი საქართველო- დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე რუსულ გამოცემა „რია ნოვოსტისთან“ საუბრისას საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების, დავით ზალკალიანისა და სერგეი ლავროვის შეხვედრას აფასებს.

„ბოლოსდაბოლოს ჩვენმა ხელისუფლებამ შეიგნო, რომ რუსეთთან დიალოგი აუცილებელია. ამაზე ცხრა წელია, რაც ვსაუბრობ და მთელი ამ ცხრა წლის განმავლობაში ამის გამო სამშობლოს ღალატში მადანაშუალობდნენ. საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფაქტს, რა თქმა უნდა, პოზიტიურად ვაფასებ. თუმცა მე მაღელვებს საქართველოს ხელისუფლების მოტივაცია, რომლის მიხედვით, შეხვედრა თითქოს გაიმართა დასავლელი პარტნიორების მოწოდებით და თხოვნით. ნუთუ ჩვენ დასავლეთი გვჭირდება იმისთვის, რომ ელემენტარული შეჭმარიტება შევიგნოთ? ეს მეტყველებს საქართველოს ხელისუფლების საქმიანობის ნეგატიურობაზე და იმაზე, რომ ჩვენ რეალურად სუვერენული სახელმწიფო არ ვართ. ამავე დროს მახარებს, რომ ასეთი ნაბიჯი ბოლოსდაბოლოს გადაიდგა“, -განუცხადა ბურჯანაძემ „რია ნოვოსტის“.

ის არ გამორიცხავს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მოსკოვთან პირდაპირი დიალოგი გადაწყვიტა, რადგან ითვალსწინებს, რომ მალე ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება, საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა კი მხარს რუსეთთან დიალოგს უჭერს.

„მთავარია, რომ ნაბიჯი გადაიდგა და ეს სწორი ნაბიჯია: შეხვედრის მიმიდნარეობის შეფასება არ შემიძლია, რადგან ჩემთვის უცნობია მისი შინაარსი. მინდა იმედი მქონდეს, რომ ეს შეხვედრები გაგრძელდება მომავალშიც და საქართველოსა და ქართულ-რუსული ურთიერთობებისთვის პოზიტიურ შედეგებს მოიტანს. ჩვენ დავკარგეთ 9 წელი, ამ ხნის განმავლობაში ბევრი რამის გაკეთება შეიძლებოდა“, - აღნიშნა ბურჯანაძემ.

ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში, შვეიცარიის კონფედერაციის ინიციატივითა და ორგანიზებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს გუშინ შეხვდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე