კრემლში, საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენას იმედოვნებენ

საქართველო, თბილისი - 14:30 | 27.09.2019
ნანახია: 768

მოსკოვი იმედოვნებს, რომ უახლოეს ხანებში შეიქმნება შესაბამისი და სათანადო პირობები, რათა რუსეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლა აღდგეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა განუცხადა.

„ავიამიმოსვლა შეჩერდა და სამუდამოდ არ შეწყვეტილა. ამიტომ, რა თქმა უნდა, ვიმედოვნებთ, რომ დადგება დრო, როდესაც შეიქმნება  ავიამიმოსვლის აღდგენისთვის აუცილებელი და შესაფერისი პირობები.

25 სექტემბერს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ აღადგენდა ფრენებს საქართველოში, მისი თქმით, ეს სწორი იქნებოდა, რადგან საქართველოს მოსახლეობის უმეტესობამ  გააცნობიერა, რომ საპარლამენტთაშორისო მართლამადიდებლურ ასამბლეაზე რუსეთის წინააღმდეგ პროვოკაცია მათთვის კონტრპროდუქტიული იყო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე