კაბა, რომელმაც ქართული საზოგადოება აალაპარაკა

საქართველო, თბილისი - 13:53 | 23.12.2015
ნანახია: 6954

ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა სოციალურ ქსელში განათავსა კაროლინა ჰერერას მოდელი, სადაც მას ის კაბა აცვია, რომლის ანალოგიც ნანუკამ შეიკერა, თუმცა აღნიშნული კაბა საზოგადოების ქილიკის თემად იქცა. სოციალურ ქსელში წერენ რომ ჟორჟოლიანმა ღარიბაშვილის მეუღლეს ჩაცმაში მიბაძაო, თუმცა რეალურად ეს კაბა პირველად მომღერალ ანიტა რაჭველს ეცვა, შემდეგ ნუნუკა თამაზაშვილს და ახლა უკვე ნანუკას. როგორც ამბობებ, ჟორჟოლიანმა ამ კაბის შეკერვა, ერთ-ერთ დიზაინერს სთხოვა.

კაბამ, რომელმაც ამხელა ინტერესი გამოიწვია, კაროლინა ჰერერას 2014 წლის კოლექციიდანაა, რომლის ღიღებულებაც 4 ათას დოლარზე მეტს შეადგენს.

„ისეთი ამბავი მოყვა ჩემს გუშინდელ ჩაცმულობას, ვიღაცეები ფიქრობენ რომ ნუნუ თამაზაშვილისთვის მიმიბაძია. ძლივს მივხვდი ჯერ, ვინ იყო ნუნუ. მოკლედ, მეც, ნუნუმაც და სხვამაც, ვისაც ასე ეცვა აი საიდან ავიღეთ მოდელი. წარმეტებული დღე და ბევრი მახათი უსაქმურებო”, - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე