იმედს გამოვთქვამ, ზალკალიანისა და ლავროვის შეხვედრა ხელს შეუწყობს ურთულესი პრობლემის მოგვარებას - გახარია

საქართველო, თბილისი - 10:10 | 27.09.2019
ნანახია: 766

27 სექტემბერს უნდა გვესმოდეს, რომ ცივი პრაგმატული პოლიტიკა, ომი, არ არის გამოსავალი , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შეხვერდაზე კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა.

„იმედს გამოვთქვამ, რომ ეს შეხვედრა, რომელიც შედგა გენერალური ასამბელის შტაბბინაში ხელს შეუწყობს საქართველოსა და რუსეთს შორის ურთულესი პრობლემის მოგვარებას“, - აღნიშნა პრემიერმა.

მისი თქმით, შეხვედრა საერთაშორისო პარტნიორებთან საერთო შეთანხმებით შედგა.

„საერთაშორისო წესები, კანონმდებლობა და მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენს პარტნიორებთან. ამ სულისკვეთებით შედგა ეს შეხვედრა, სრულ სინქრონში ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებთან. ჩვენ 27 სექტემბერს უნდა გვესმოდეს, რომ ცივი პრაგმატული პოლიტიკა, ომი, არ არის გამოსავალი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში, შვეიცარიის კონფედერაციის ინიციატივითა და ორგანიზებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს გუშინ შეხვდა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე